სამართალი
სასამართლომ 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ
ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და
ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და
ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი
მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული
14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს
ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა'' -
წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდებულს სსსკ-ს 11’, 137-ე მუხლის
მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით, ასევე 126’
მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული
მუხლები გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის,
გაუპატიურებასა და ძალადობას გულისხმობს
გააზიარეთ :