ასპინძაში 38 წლის მამაკაცი მოკლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის
მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ
ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში
მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის
გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის
მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა
ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს."- აღნიშნავენ უწყებაში.