შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ
ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. დანაშაულებრივიდაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულში
ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების
შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა.
ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ.
დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვა და გასაღება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ
შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ
საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.
გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან
კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ.
დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და
ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე
ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში
სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე
განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის"
საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული
აუდიო-ვიდეოჩაწერა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და
გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლით მიმდინარეობს." აცხადებენ უწყებაში
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.