მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და ექთნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში
გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და
ექთნის - სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ვიოლეტა ინასარიძის,
ბექა ლიპარტელიანისა და თეა გზირიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის
ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე "ახალციხის კლინიკა იმედის" 2
ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა.