სუს-მა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა
10:55 / 03.04.2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთის"
მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა, რომელმაც იცოდა, რომ მის
საბაჟო ტერმინალზე შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი 3
ავტომანქანა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და
პირადი მოტივით, უგელვებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და
სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან
თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“
მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის
გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ
ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად
რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ
მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია
ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 9 მარტს, ბოროტად
გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით,
უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი
ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები
საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და
გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი
ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე
მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების
უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს,
ბორჯომსა და მის სოფლებში
მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების,
დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების
მოწყობა-განახლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.