მაღაზია „სპარის“ დაყაჩაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
10:35 / 31.03.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი:
2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს
დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია „სპარში“,
მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - გ.ჭ.-ის დის კუთვნილი
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს
გატაცებული თანხა - 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის
იარაღები - ორი დანა.
,,პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ., ო.გ. და დ.ს. მომხდარიდან
რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნული
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.