პოლიციამ მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა
10:18 / 26.03.2021
პოლიციამ კახეთში მომხდარი
მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში
მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.
დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს
დაბადებული ჯ.ტ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს
დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც
ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა,
ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და
თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა
დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც
შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის
შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2
მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე
მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.