გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა
გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა
შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ
ცოტა ხნის წინ მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა
დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე კი 5 ათას ლარიანი
გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თავად გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში
თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ
წაუყენეს.