11 წლის გერთან სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მამინაცვალი დააკავეს
10:05 / 12.03.2021
პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ
ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ოზურგეთში ერთი პირი
დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გურიის პოლიციის
დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება
წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის
მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში
მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს
მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე
დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის
მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.
მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის
დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე
ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო
გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ"
და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი
შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ
ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს", -
აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.