"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მე-4 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა გორში "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი
დააკავეს.
აღნიშნული საქმეზე
სამართალდამცველებმა მანამდე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალი სხვისი
ნივთის დაზიანებაში ედება და დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი
პირი -1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის
დაზიანებაში ედება.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად,
გორში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის
მინები დააზიანა.
1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს
დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე
დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს გუშინ
დაესხნენ