სამართალი
მოქმედი რეგულაციების დარღვევის 692 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 692 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 81 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 611 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო
სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა თბილისის
ერთ-ერთ უბანში მოხდა.
12:56 / 30.04.2021
7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ
ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. დანაშაულებრივი
დაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულში
ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
 ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების
შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა.
ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ.
დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვა და გასაღება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ
შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ
საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან
კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ.
დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და
ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე
ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში
სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე
განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება
16:23 / 27.04.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს." აცხადებენ უწყებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს
განცხადებით, მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო
შეღწევის ფაქტზე, თბილისში 1984 წელს დაბადებული ო.ი.
დააკავეს.
10:25 / 22.04.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, თბილისში 1984 წელს დაბადებული ო.ი. დააკავეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა,
სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ
განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების
ბრალდებით, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი
დააკავა.
14:48 / 21.04.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.
სამართალდამცავებმა არასრულწლოვნების
მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი
დააკავეს.
10:00 / 17.04.2021
სამართალდამცავებმა არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს.
დღის ამბები
➡ ბორჯომში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.
✅ ბორჯომელი მოძღვარი მამა ზურაბი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა;
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
01 / აგვისტო 2020
შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.   (ფოტოს ავტორი - კოტე იანტბელიძე ) //
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
GBP
GBP
1
4.7776
TRY
TRY
1
0.4147
USD
USD
1
3.4324
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.