გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 1,5 მილიონამდე პარკი დალუქეს
09:34 / 11.02.2021
გარემოსდაცვითი ინსპექტირების
თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 32 ობიექტი შეამოწმეს და,
ჯამში, 1 493 490 ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.
ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და
ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის
ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის
უწყებაში გადაიგზავნება.
"საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის
აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები
საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება
შემცირდეს", - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.