სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 294 ფაქტი გამოავლინეს,
მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
ყველაზე მეტი - 137 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე გამოვლინდა.
„იმერეთში დაფიქსირდა 56 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში -
23, ქვემო ქართლში - 20, აჭარაში - 19, სამეგრელო-ზემო
სვანეთში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, გურიაში -
3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 26 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 7 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.