პოლიციამ ქარელში მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
11:57 / 19.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მკვლელობისთვის ძებნილი პირი -
1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.- ინფორმაციას ამის შესახებ შსს
აცხადებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების
შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი -
1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა
თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები
მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების
შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო
მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით,
143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3
ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ
გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ
მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს." -
აცხადებენ უწყებაში
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.