არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო
ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული
ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995
წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში,
ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად
შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას - 2005 წელს
დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის
სახით დააკავა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების
უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს.