სამართალი
ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, მ.პ.-ს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ, ბორჯომში, ოჯახის
წევრის მიმართ მომხდარი
მკვლელობის ფაქტზე, მ.პ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით
წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ბორჯომში, 2021 წლის 01 იანვარს, ღამის
საათებში, საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, თ.პ-მ
მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, შვილს, ი.პ-ს გულმკერდის
არეში ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით ადგილზე
გარდაიცვალა.
მ.პ. 01 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით
(ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის
სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს
უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გააზიარეთ :