ბორჯომში ახალი წლის ღამეს დედამ შვილი მოკლა
ბორჯომში ახალი წლის ღამეს დედამ
შვილი მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს
მიყენებული.
ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109 მუხლის მესამე ნაწილით უკვე დაიწყო, რომელიც ოჯახის
წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობას
გულისხმობს.