„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
14:25 / 28.12.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ზუგდიდსა და
ხობში 2 პირი დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ზუგდიდსა და ხობში
ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,
"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1959 წელს დაბადებულ
რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ "ქურდული
სამყაროს" წევრობა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები,
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდის" - როლანდ
გეგეჭკორის (მეტსახელად "შლაპა") მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან,
სამეგრელოში, ბიზნესმენს - ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს - ა.ც.-ს,
პერიოდულად უკავშირდებოდნენ და "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ თანხის
გადახდას სთხოვდნენ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც
აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდს"
- როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს. ე.წ.
"კანონიერმა ქურდმა" ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000
- 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე,
კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების
თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ა.ც.-ს, ბ.თ.-სა და მას
შორის. სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ
სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ
მოთხოვნილი თანხა - 10 000 ლარი გადასცა. პოლიციამ, დაკავებულების
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და "გეკოს" ტიპის იარაღი
ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა
საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. "კანონიერ
ქურდს" უკავშირდებოდნენ",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.