თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა
დღეს დილით მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში
აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.