პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 801 პირი დაჯარიმდა
11:02 / 13.12.2020
შს სამინისტროს თანამშრომლებმა
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში,
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამავლინეს.ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს
პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(10)-ე მუხლის შესაბამისად 66 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
"დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება
კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს
მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და
დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20
ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს",- ნათქვამია
ინფორმაციაში.
საბაჟო გამშვებ პუნქტში
,,სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის
ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი
აღიკვეთა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და
სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 17 წლის
არასრულწლოვანი.
შემოსავლების სამსახურის
ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 1-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო
გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,ნინოწმინდა“, დიდი ოდენობით
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ორი წელი თვითმმართველობის
არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში
ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი
ხელისუფლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.