სამართალი
72 წლის მოხუცი საოჯახო ტექნიკის გამოყენებით აწამეს
72 წლის მედეა გოცირიძის სახლში
შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. ყაჩაღობა ხობში, სოფელ ნოჯიხევში მოხდა,
იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია
და თანხაც გადასცა, მოხუცი ქალი საოჯახო ტექნიკის გამოყენებით აწამეს.
ქალს უფრო მეტი ფულის გამოტანას სთხოვდნენ. მედეა გოცირიძეს სხეულზე
დაზიანებები აქვს მიყენებული. დაყაჩაღებისას ქალი სახლში მარტო
იყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ყაჩაღობას გულისხმობს.
გააზიარეთ :