ჩაგსვამ მანქანაში, წაგიყვან ქურდებთან - პოლიციამ 2 პირი დააკავა
08:48 / 06.12.2020
შს სამინისტრომ "ქურდული სამყაროს"
წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000
აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან - 2
ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად
ამოიღო, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს - კ.მ.-ს, რომელიც
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. "კანონიერი ქურდის" -
ბორია აფაქელას სახელით, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, 10 000 აშშ
დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის
დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის
შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის
რესპუბლიკაში, ე.წ. "კანონიერ ქურდთან" საქმის გარჩევის მიზნით.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ
უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი
თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და
236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
გულისხმობს "ქურდული სამყაროს" წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად.- ნათქვამია შსს-ს მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.