სამართალი
ხაშურში, არასრულწლოვნის გაუპატიურება სცადეს
პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული
სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული რ.მ.,
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ხაშურში
დააკავეს.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა,
წინასწარი შეცნობით,
მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის
ქმედება
განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე
მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ
ქმედებას გულისხმობს
გააზიარეთ :