ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის
საქმის პროკურორი დაცვის მხარის განცხადებებს რომ პროკურატურას არ
აქვს პირდაპირი მტკიცებულება, როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი
წყალში პასუხობს.
დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც
მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში
ჩააგდო.
,,ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული,
გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას
მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე
ვაცხადებთ. შ.პ.ს. "ელდერადოს" ვიდეოჩანაწერები ასახავს იმ
გარემოებას, რომ გიორგი შაქარაშვილს მისდევენ. იმ ადგილზე, სადაც
მკვლელობა მოხდა, სამწუხაროდ არ არის ვიდეოჩანაწერები, თუმცა, უამრავი
მტკიცებულება არსებობს. პირდაპირი მტკიცებულებებია იმ პირების
ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ესენი არიან
გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. როცა გურამ ამირხანაშვილი
თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან
დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ
არა მან ცურვა, როგორც დარბოდა", - აცხადებს ყაზარაშვილი.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს
- არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და
ზ.ხ.-ს ედავებიან.