არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ
გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული
ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დაახლოებით ათი
წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც
გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.