შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი
ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად
მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ.
ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი
ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს
მიაწოდეს.
უწყების ცნობით, პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს
დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში