სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოავლინეს,
მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77
ფაქტი
გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში -
26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში
- 14, შიდა ქართლში -11, ქვემო ქართლში - 9, მცხეთა-მთიანეთში - 8,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა
გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 000 მ3-ზე მეტი
ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 28 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.
გააზიარეთ :