პოლიციამ ,,ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
15:16 / 14.07.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი:
1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს
დაბადებული კ.დ. "ქურდული სამყაროს" წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი
გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური
ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ.
თბილისში, ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ
მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას
ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და "ქურდული გარჩევის"
გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.
"ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი
ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.