შსს-ს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი
ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15
წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის
მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს
თანამშრომელი", - განაცხადეს უწყებაში.