მკვლელობა მცხეთაში - მოკლულია ორი პირი
მცხეთაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია
ორი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით ,
ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ
კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
"ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა",-ამბობენ მეზობლები.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე
მოხდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.