გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა
თემქის დასახლებაში ოჯახურ
კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების
ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა,
რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე
სართულის სადარბაზოდან გადახტა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ,
მალევე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ ინსპექტორის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული
შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე
ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის
მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე
კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ
პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა
კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე
სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.
აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე
გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის
მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს
ავრცელებს.