გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
17:31 / 28.06.2020
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე
პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე
დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ
17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ
განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და
ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით".
საქართველოს პროკურატურამ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში
მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე
მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.