გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის
საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს
გააცნობენ.
დაკავებულები თბილისის დროებითი
მოთავსების იზოლატორის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში არიან
გადაყვანილი. ყველა მათგანი დღეს ადვოკატებმა მოინახულეს.
დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე,
კლუბ "ასკანელის" მწრთვნელი ნიკა ჟვანია, ასევე ფეხბურთელი ირაკლი
წაქაძე, ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე 3
არასრულწლოვანი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით
მიმდინარეობს.