თბილისში, ჩვილის ცხედარი იპოვეს.
ახალშობილი სავარაუდოდ, ნაგვის ურნრაში იყო მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ჩვილის
ცხედარი გლდანულაში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეზობლებმა ნახეს,
რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის
მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა
ვინმე.