22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით,
მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის
გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.
"საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის
შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს
და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის
გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით", - განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს 3
საათზე, ერთი თვის ვადით გამოაცხადა,
ამის შემდეგ 21 აპრილს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო
მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები 22 მაისამდე
გაეგრძელებინა.