სამართალი
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, პოლიციამ, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 12 მოქალაქე დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს
დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.
07:42 / 22.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.
საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ
12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ
იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
15:01 / 21.01.2021
საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის
ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
19:33 / 19.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მკვლელობისთვის ძებნილი პირი -
1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
11:57 / 19.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო
გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
10:35 / 18.01.2021
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დღის ამბები
➡ ბორჯომში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.
✅ ბორჯომელი მოძღვარი მამა ზურაბი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა;
სასტუმროები
ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,გოლდენ ტულიპი" ,,ფირუზას" სახელით ცნობილ ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
საოჯახო სასტუმრო ,,გრიმის ვილა“ ბორჯომის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს.
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0228
GBP
GBP
1
4.5138
TRY
TRY
1
0.4465
USD
USD
1
3.3044
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.