ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა ცეცხლსასროლი იარაღით არქიმანდრიტი დაჭრა
ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება
მოხდა. არსებული ინფორმაციით, მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა
ცეცხლსასროლი იარაღით ასევე სასულიერო პირი არქიმანდრიტი მამა საბა
დაჭრა.
ეპარქიაში მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მხულით მიმდინარეობს, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას,
ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას
გულისხმობს.