Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
პროტესტი ქარხანაში
სახალხო დამცველი ბორჯომში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
დღეს, 9 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბორჯომში ჩავიდა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ კუთვნილი ორი ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა კონტრაქტის პირობების გაუარესებაზე, ხელფასის შემცირებაზე, გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს და სხვა საკითხებს შორის, სახალხო დამცველს მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც შესაძლოა სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებიც იკვეთებოდეს. კერძოდ, აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიამ კუთვნილი ხელფასი მხოლოდ იმ თანამშრომელთა ნაწილს მისცა, რომელთაც ხელი მოაწერეს შემოთავაზებულ კონტრაქტებს, ხოლო იმ პირებს, ვინც შრომის პირობების გაუარესებას არ დათანხმდა, კომპანია უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარს ეუბნება. საუბრობენ ასევე, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზეც. სახალხო დამცველმა მხარდაჭერა გამოუცხადა დასაქმებულებს და სავარაუდო დისკრიმინაციული პრობლემების ეფექტურად შესწავლას დაპირდა.

„ამ კომპანიაში დასაქმება მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და უხელფასოდ ეს ადამიანები სრულიად უსახსროდ რჩებიან. ამასთან, ბევრ მათგანს ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეც ემუქრება. მართალია, დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარეობს, პრობლემა იმდენად მასშტაბური გახდა - 400-მდე ადამიანს შეეხო, რომ გასცდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოებს და აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს განხილვის საგანი. სახელმწიფოს მედიაციით უნდა გამოინახოს საუკეთესო გამოსავალი და ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ცნობისთვის, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 31 მაისიდან გაიფიცნენ. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.