პროტესტი ქარხანაში
ბორჯომის გაფიცულმა თანამშრომლებმა გზის გადაკეტვა დროებით გადადეს
ლაბორ • LABOR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 16 ივნისს, 12 საათიდან, ბორჯომი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი უნდა გადაეკეტათ, ბორჯომის ქარხნების გაფიცულ თანამშრომლებს. დაანონსებული აქცია პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის ინფორმაციით დროებით გადაიდო. მან ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას განაცხადა, რომ ბორჯომში ელოდებიან ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს, რის გამოც გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება დროებით შეცვალეს.

"დაგვიკავშირდნენ და ბორჯომში ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს, ამიტომ დაგეგმილი აქცია, დროებით გადავდეთ. როდის შეხვდებიან სამინისტროს წარმომადგენლები გაფიცულ თანამშრომლებს, ეს დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის" - განუცხადა ტელეკომპანია "ბორჯომს" გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ლაბორ • LABOR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით:

"მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებისა, ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია და არც კუთვნილი 2 თვის ნამუშევარი ხელფასები ჩარიცხვიათ.

სამწუხაროდ, თითოეული გაფიცული ბორჯომელი ”აიდიეს ბორჯომი საქართველოსა” და საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებების და მეორე შემთხვევაში უმოქმედობის გამო უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან!

გაფიცულთა გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილების პრობლემები შეექმნათ, რისთვისაც მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს და აქვე მოვუწოდებთ ყველას შემოუერთდნენ გაფიცვას. გაფიცული ბორჯომელები ხვალ, 16 ივნისს, 12:00 საათზე გადაკეტავენ ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს.


სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე ვაკისრებთ “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” და “საქართველოს მთავრობას"
- ნათქვამია ლაბორ • LABOR-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები 31 მაისიდან უვადოდ გაიფიცნენ. ისინი პირველ რიგში ითხოვენ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას და ორი თვის დაურიცხავი ანაზღაურების მიღებას. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: ,,პროტესტი ქარხანაში''.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.