პროტესტი ქარხანაში
"უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის თანამფლობელი" - პრემიერ-მინისტრი
დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ბორჯომის წყლის თემაზე გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება.

„რამდენიმე კვირის წინ, მე ჩვენს საზოგადოებას შევპირდი, რომ რამდენიმე კვირაში, სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომსა“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვასა და ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების წარმატებით დასასრულებად. ვულოცავ „ბორჯომის“ თითოეულ თანამშრომელს. მე ვიცი, იქ რამდენიმე ათეულ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ადგილობრივი კომპანია უსამართლოდ მოექცა. 50 თანამშრომელი გაუშვეს. წინა კვირასაც მოგახსენეთ ამის თაობაზე. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება ამ საწარმოს თანამფლობელი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე. არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არცერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“. ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ზურაბ აზარაშვილსა და ლევან დავითაშვილს მივმართავ, ამ პროცესში თქვენც მოგიწევთ ჩართულობა და სჯობს ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ არ ჰქონდეს ხალხს განცდა, რომ ვინმე იჩაგრება უსამართლოდ. ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის, რომ ვინმე იჩაგრება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დასაქმებულებმა გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.