ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან აქციები მერვე დღეა გრძელდება
გაფიცული თანამშრომლების პროტესტი
დღეს დილიდან განახლდა. პირველი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გუშინ 6 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი ინსპექტორი
ბექა ფერაძე და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ანა სამსონია
ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს და პროფკავშირების
ხელმძღვანელს გიორგი დიასამიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე კონკრეტული
გადაწყვეტილება არ მიუღიათ და მოლაპარაკებები მომავალშიც
გაგრძელდება.