'' 07:00 საათიდან მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის შესასვლელების სრულმასშტაბიანი პიკეტირება''-აღნიშნულია ლაბორ • LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
6 ივნისს დილით, ბორჯომის ორივე
ჩამომსმხმელი ქარხნის შესასვლელებს გადაკეტავენ, ამის შესახებ
LABOR- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული
,, ხვალ 6 ივნისს 07:00 საათზე “აიდიეს ბორჯომი საქართველო”-ს
ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით
საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან რომლებსაც
ჰპირდებიან 3-4 ჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის
თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის უფრო მეტი ხელფასი
გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის
მიზნით არ აუნაზღაუროს ნამუშევარი 2 თვის ხელფასი.
აღნიშნულიდან გამომდინარე გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების
დარიცხვამდე 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან
ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების,
სტაჟიორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე
გადასვლამდე, ხვალიდან 07:00 საათიდან მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის
შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი
პიკეტირება''აღნიშნულია ლაბორ • LABOR- ის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში