საზოგადოება
შეხვედრა პროფკავშირის თავმჯდომარესა და ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებს შორის
აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და
მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე, ბორჯომის
ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს შეხვდა.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეხვედრას 300-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. გიორგი დიასამიძის
განცხადებით, დასაქმებულები ითვალისწინებენ დამსაქმებლის მდგომარეობას
და მზად არიან დროებით გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, იქამდე სანამ
ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება.
პროფკავშირის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას
განაცხადა, რომ შესაძლოა ხვალ, 3 მაისს შეხვედრა გაიმართოს
დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის. მისი განმარტებით
თანამშრომლები ჯერ-ჯერობით ხელს არ აწერენ ხელშეკრულების ახალ ფორმას,
რადგან გათვალისწინებული არ არის გაკვეული გარანტიები. დამსაქმებლები
ასევე ელიან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ განცხადებას
მინერალურ წყალ „ბორჯომთან“ დაკავშირებით, რომელმაც სასიამოვნო
ინფორმაციის გაჟღერება დაანონსა.
შეგახსენებთ, სანქციების გამო, 29 აპრილიდან, ბორჯომის წყლის წარმოება
დროებით შეწყდა. გაჩერებულია ორივე
ქარხანა. დროებით უმუშევარი დარჩა 1000-მდე თანამშრომელი.
ამავე თემაზე:
"დღეიდან ბორჯომის ქარხანა გაურკვეველი ვადით
მუშაობას წყვეტს" - პროფკავშირი;
ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებში წარმოება
შეჩერდა - კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას
ავრცელებს;
"ბორჯომის ქარხნის გაჩერება სახელმწიფო
უსაფრთხოების საკითხია" - გია ხუხაშვილი;
ბორჯომის ორივე ქარხანაში დროებით უმუშევარი
დარჩა 1000-ზე მეტი თანამშრომელი;
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხნებში წარმოების
პროცესი დაუყოვნებლივ განახლდება, მას შემდეგ რაც კომპანიას სრულად
აღუდგება წვდომა საბანკო ანგარიშებზე;
გააზიარეთ :