ახალი ამბები
"ბორჯომის ქარხნის გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია" - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი, ბორჯომის ქარხნების გაჩერების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა. მისი შეფასებით, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია. გთავაზობთ მის განცხადებას, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა. ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, ის არის სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვის რისკს უკავშირდება. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე" - აცხადებს გია ხუხაშვილი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.