ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, განსახლება, პრევენცია, ხარვეზები
- ეს საკითხები განიხილეს დღეს ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე. სამუშაო
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთიდან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ. ევროპის ფონდი და დემოკრატიის ინსტიტუტი საინფორმაციო
შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით მართავს. პროექტის ფინანსური
მხარდამჭერია - ევროკავშირი და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა
და თანამშრომლობის სააგენტო.