ახალი ამბები
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი გადაწყვეტილებებს დისტანციურად ვერ მიიღებს
"არ გქონდეთ მოლოდინი, რომ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს დისტანციურად, ეს შეუძლებელია" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ჯერ დისტანციურ რეჟიმში პარლამენტის საქმიანობის გადასვლაზე საუბარი არ არის. როგორც დეპუტატი განმარტავს, ჯერ საჭიროა სპეციალისტებმა „დააზღვიონ რისკები".


„არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც დაჩქარებული წესით ერთ კვირაში ეს კანონპროექტი მიღებულ იქნას და დისტანციურ რეჟიმში გადავიდეთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ უბრალოდ, დავაზღვიეთ დრო, რომ თუ ტექნიკური საშუალებები იქნა, თუ შესაბამისი სპეციალისტები დადებენ დასკვნებს, რომ ეს რისკებს, მათ შორის, თუნდაც, ტექნიკურს გამორიცხავს, ამ შემთხვევაში შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი, თორემ დღეს, ჩვენ ასე გადაჭრით და გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, უმოკლეს დროში გადავალთ დისტანციურ გადაწყვეტილებებზე. ეს რომ მარტივი ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა წინმსწრებად. მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც დავდეთ პროექტი, რომ თუ რისკების დაზღვევა შესაძლებელი იქნა, დროში დაგვესწრო და ყოფილიყო ინიცირებული"- განაცხადა მდინარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.