ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება
პატიმრობიდან ახლადგათავისუფლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი,
ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ
ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ვანო მერაბიშვილის გვერდზე
გავრცელდა.
ვანო მერაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, სეიმის ხელმღვანელობის
მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის
შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის
ჩატარებას. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება
საქართველოში.
შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა
ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.