მიხეილ სააკაშვილი საკუთარ შტაბს ხსნის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
ლიდერი" მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მორიგ
ვიდეომიმართვას ავრცელებს.სადაც საუბრობს ,,ნაციონალური მოძრაობის''
ახალი შტაბის გახსნაზე.
"პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე,
მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან"
ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც
მოდის პარტიების გარეშე. შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ
ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა".
მისივე განცხადებით ,,ქართული ოცნება'' არსად წასვლას არ აპირებს, ეს
ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ 4, მერე კიდევ 4 და მერე
კიდევ ალბათ 10-16 წლით.
,,დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:
მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი,
ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე
და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას
წელს ისინი დასრულდებიან!
წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას! წელს
საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა
სამშვიდობოზე!დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული
ჩვენგანის გამარჯვებამდე!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის
საკუთარ გვერდზე.