საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები-ოლივერ ვარჰეი
საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ
ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკომისარი
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების
საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს.
ასევე, მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის
გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ
სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა,
საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის
გაუმჯობესება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის
განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშში გამოაქვეყნა, სადაც
ნათქვამია: „საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში
აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა,
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ
გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე
რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო
რეფორმების სფეროებში“.
ანგარიში მიეწოდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს,
რომლის მორიგი ყოველწლიური სხდომა გაზაფხულზე გაიმართება