დიპლომატიური კორპუსი მხარს უჭერს პარტიებს შორის დისკუსიის გაგრძელებას
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიალოგის მიმდინარეობას იმისთვის, რომ პოლიტიკურ
ძალებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტების თავისუფალ
არჩევნებში ჩაერთონ, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში,
დიეგო კოლასიმ განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი მხარს უჭერს პარტიებს შორის
დისკუსიის გაგრძელებას, რათა ისინი ერთ აზრამდე მივიდნენ და მიმდინარე
წელს შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო, ევროპული სტანდარტების,
თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლური მოდერნიზების გზაზე საქართველოს მიერ
გადადმულ ნაბიჯსა და არჩევანს. ეს ასევე გულისხმობს დიალოგის
გაგრძელებას პოლიტიკურ ძალებს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიალოგის
მიმდინარეობას, იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა ჰქონდეთ
ევროპული სტანდარტების თავისუფალ არჩევნებში ჩაერთონ.
არ მინდა რამე სპეციფიკური კომენტარი გავაკეთო ამ მოლაპარაკებების ან
ზოგადად საქართველოს საშინაო პოლიტიკის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ,
რომ ეს დისკუსია იყოს ნაყოფიერი, მხარეები შეთანხმდნენ, ერთ აზრზე
მივიდნენ და ჩაატარონ საუკეთესო არჩევნები მიმდინარე წელს
საქართველოში. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვზრუნავთ, არის ის, რომ
საქართველოს მიერ არჩეული დასავლური კურსი დაცული იყოს და სწორედ ეს
არის რასაც ემსახურება ჩვენი აქ მუშაობა“, - განაცხადა დიეგო კოლასიმ.